ბელგრადში მრავალათასიან დემონსტრაციაზე მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას
ბელგრადსა და სხვა ქალაქებში აქციები ორგანიზებულია 30 ოპოზიციური ჯგუფის, პოლიტიკური პარტიისა და აქტივისტების კოალიციის მიერ. პრეზიდენტს მოუწოდებენ, გადადგეს.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დედაქალაქში დემონსტრაციაზე შეიკრიბა 7300-მდე ადამიანი.
დეკემბრიდან მოყოლებული, სერბეთის სხვადასხვა ქალაქში ყოველ კვირას იკრიბებიან დემონსტრანტები, რომლებიც აპროტესტებენ ვუჩიჩის, მათი აზრით, ავტორიტარულ მმართველობას, მედიის შეზღუდვასა და სხვა პრობლემებს.