ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს
ეკა ბესელიას თქმით, მომდევო პოლიტიკური განცხადება, რომელსაც ის გააკეთებს, ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას შეეხება.
„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე - იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ კონსტიტუციაში შეიცვალოს უვადოდ მოსამართლეების არჩევა და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც.
ეკა ბესელიას თქმით, „დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა და ის არ ჩამოყალიბდება პოლიტიკურ გაერთიანებად.