თბილისში იმართება მოძრაობა „დაიცავი საქართველო“-ს შეხვედრა
მანამდე მოძრაობის ლიდერმა, პოეტმა დავით მაღრაძემ საზოგადოებას მოუწოდა “თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში“ გაერთიანებისკენ და 13 აპრილს ფილარმონიის დარბაზში მიიწვია ყველა, “ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ბედი, ვისთვისაც “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა ძალაუფლებისთვის სასტიკად მიუღებელია“.