ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აშშ-ს უყენებს პირობებს მესამე სამიტის ჩასატარებლად
„მოთმინებით დაველოდებით წლის ბოლომდე აშშ-ის მხრიდან გაბედული გადაწყვეტილების მიღებას“ - განაცხადა კიმ ჩენ ინმა, რის შესახებაც იუწყება ჩრდილოეთ კორეის მედია.
კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, კიმმა თებერვალში ტრამპთან სამიტის ჩაშლის მიზეზად დაასახელა აშშ-ის ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებმაც, მისი აზრით, საეჭვო გახადა ვაშინგტონის სურვილი, მართლაც გამოსწორდეს ორმხრივი ურთიერთობა.
ჩრდილოეთკორეელი ლიდერის თქმით, ამერიკის პრეზიდენტთან მისი პირადი ურთიერთობა კვლავინდებურად კარგია და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ერთმანეთთან წერილობით კავშირის დამყარება.
ტრამპმა 11 აპრილს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ვაშინგტონში შეხვედრისას გამოთქვა მზადყოფნა, მესამე სამიტზე შეუთანხმდეს ჩრდილოეთკორეელ ლიდერს. მისივე თქმით, ვაშინგტონი ძალაში დატოვებს ფხენიანის მიმართ მოქმედ სანქციებს.