მერთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, როგორ მოიქცევიან ტაქსის მძღოლები
ტაქსის მძღოლები 12 აპრილს, თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდებიან. როგორც ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, რა გეგმით გააგრძელებენ ტაქსის მძღოლები მოქმედებას.