იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
2 მომხრე, 5 წინააღმდეგი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპრექტი ჩააგდო. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ კანონპროექტი “ქართული ოცნებიდან” დემარშით წასულმა დეპუტატმა კომიტეტზე ცოტა ხნის წარადგინა. კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კენჭისყრამდე აცხადებდნენ, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერდნენ, რადგან მათი შეფასებით, კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.