ვანო მერაბიშვილის საქმე – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან 5 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებულის ადვოკატების საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით 20 მარტს მიმართა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, დღეის […]