კვირის ბოლოს გადაწყდება „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა შეწყდება თუ გაგრძელდება
ანტივირუსული მედიკამენტის „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემის საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი კვირის ბოლოს შეიკრიბება.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე, არსებული ინდიკატორების გათვალისწინებით გადაწყდება, სახელმწიფო მედიკამენტის უფასოდ გაცემის პროგრამას გააგრძელებს თუ შეწყვეტს.
გრიპის ვირუსთან საბრძოლველად, მიმდინარე წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ლარი ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა.
ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“გრიპით დაავადებულთათვის 12 იანვრიდან უფასოდ გაიცემა.