ელენე ხოშტარია: დღესაც გვლანძღავს ქალბატონი ეკა, არ მაინტერესებს, რადგან ქალბატონ ეკას ეყო ძალა
„დღესაც გვლანძღავს ქალბატონი ეკა, არ მაინტერესებს, არ მადარდებს, რადგან დღეს ქალბატონ ეკას და ბატონ ლევანს ეყოთ გამბედაობა, რომ თავისი გუნდის წინააღმდეგ წასულიყო“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას სხდომის იმ მიზეზით დატოვების გამო, რომ ის მოსამართლეებთან და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უნდა წასულიყო:
„დღეს აქ განიხილება საქართველოს გეზი, ვიქნებით თუ არა მორიგ ჯერზე მონების ხელში, მსახური მოსამართლეების ხელში, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკოსის მსახური, მონა და ყველაფრის შემსრულებელი იქნება. ბევრი იმედგაცრუების შემდეგ, მათ შორის როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ჩვენამდეც, არ გვეღირსა პოლიტიკური კლასი, არ გვეღირსა ხალხი ხელისუფლებაში, რომელიც ბედავს და ამბობს, რომ არ მეშინია თავისუფალი სასამართლოსი, არ მჭირდება ჩემი სურვილების შემსრულებელი. არ მჭირდება, რომ მედია ჩავიგდო ხელში...
მე დღეს აქ ახლა იმაზე ვილაპარაკო, რამდენჯერ ვულანძღივარ ეკა ბესელიას? ან გოგიჩაიშვილი ნაციონალური მოძრაობაა თუ ოცნება?... შევაჩეროთ ეს ძალიან საშიში პროცესი, ოპერაცია მონებისთვის სასამართლოს ხელში ჩაგდების“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.