ნატო განიხილავს ზომებს რუსეთის მიერ INF ხელშეკრულების სავარაუდო დარღვევაზე რეაგირებისათვის
სტოლტენბერგი ამ თემას შეეხო 13 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც ალიანსის თავდაცვის მინისტრები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ, თუ, როგორც ამჟამად არის მოსალოდნელი, მოქმედებას შეწყვეტს 1987 წელს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
სტოლტენბერგის განმარტებით, ნატოს რეაქცია იქნება მოზომილი და „თავდაცვითი, რადგან არ გვსურს ახალი გამალებული შეიარაღება“.
აშშ-მა 2 თებერვალს დაიწყო INF-დან გასვლის პროცესი მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ნატომ რამდენჯერმე დაადანაშაულეს მოსკოვი ხელშეკრულების დარღვევაში.
ხელშეკრულება ხელმომწერებს უკრძალავს 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებსა და განთავსებას.