რობერტ ქოჩარიანს წაუყენეს ახალი, ქრთამის აღების ბრალდება
სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს წაუყენეს ქრთამის აღების ბრალდება, რომელიც დაემატა უფრო ადრე წაყენებულ ბრალდებას ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის შესახებ.
ახალი ბრალდება უკავშირდება ინფორმაციას, რომლის თანახმად ბიზნესმენ სილვა ჰამბარცუმიანს აიძულეს ქრთამი მიეცა სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრისათვის. ამის შესახებ ქოჩარიანის ადვოკატმა არამ ორბელიანმა 12 თებერვალს უთხრა რადიო თავისუფლებას. ადვოკატს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
ჰამბარცუმიანმა ოქტომბერში უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ აიძულეს, 14 მილიონი დოლარის ქრთამი გადაეხადა გარემოს დაცვის მაშინდელი მინისტრის, არამ ჰარუთიუნიანისათვის.
იანვარში ერევნის სასამართლომ გასცა ჰარუთიუნიანის დაპატიმრების ორდერი, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ქოჩარიანი თავდაპირველად ივლისში დააკავეს 1998-2008 წლებში მმართველობის ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. მისი დაკავება მოჰყვა ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას პრემიერ-მინისტრად, რაც მაისში მოჰყვა მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლებს.