რუსთავში 13 წლის მოზარდი მოკლეს
რუსთავში ბიძამ ძმისშვილი მოკლა - ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მოკლულია 13 წლის მოზარდი, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დაკავებულის მეგობრებმა და მეზობლებმა განუცხადეს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.