ყირგიზეთში ფულად ანაზღაურებასა და დაცვას ჰპირდებიან კორუფციის დამსმენებს
ყირგიზეთმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ფულად ანაზღაურებასა და დაცვას კორუფციის დასმენისათვის. კანონს 29 იანვარს მოაწერა ხელი პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა.
პოლიციელს, თუ ის კორუფციის გამო დააკავებს ოფიციალურ პირს, გადაეცემა იმ თანხის 30%, რომელიც სახელმწიფოს დაუბრუნდება კორუფციისათვის გასამართლებული ოფიციალური პირისაგან. მოქალაქეები, რომელთა მიერ მოპოვებულ ინფორმაციასაც კორუფციის გამოაშკარავება მოჰყვება, მიიღებენ პოლიციისათვის გადაცემული თანხის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1 მლნ სომისა (14 300 დოლარი).
ასეთ კანონზე 2016 წლიდან მსჯელობდნენ ყირგიზეთის პარლამენტში. ყოფილმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა 2017 წელს უარი თქვა კანონპროექტის ხელმოწერაზე და ის შეცვლის მოთხოვნით დაუბრუნა პარლამენტს.