ტერეზა მეი: ბრექსიტის შეუსრულებლობა „შეარყევს ჩვენი დემოკრატიისადმი ნდობას“
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება საფრთხე, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს ან შეთანხმების გარეშე, ან ბრექსიტი საერთოდ არ შედგება, - აცხადებს ტერზა მეი.
ამასთან დაუნინგ სთრით 10 შეშფოთებულია პერსპექტივით, რომ სამშაბათს დაგეგმილ კენჭისყრაზე მთავრობის ინიციატივის ჩავარდნის შემთხვევაში, ბრექსიტზე კონტროლს აიღებენ დეპუტატები.
“სანდეი ტაიმსი“ იწუყება, პარტიათაშორის დეპუტატთა ჯგუფის განზრახვაზე, შეცვალონ თემთა პალატის წესი, რომელიც რიგითი დეპუტატების გაერთიანებას შესაძლებლობას მისცეს მთავრობის ნაცვლად თავადვე იკისრონ ბრექსიტის ბედის გადაწყვეტა, თუ ტერეზა მეის მიერ მომზადებული შეთანხმება ჩავარდება.
დიდმა ბიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს და ეს ავტომატურად მოხდება იმისდა მიუხედავად, დაუჭერენ თუ არა 15 იანვარს ბრიტანელი პარლამენტარები მხარს ტერეზა მეის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტს.