იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დავით მათიკაშვილის თავმჯდომარეობის საკითხს განიხილავს
სხდომა 14 იანვარს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართება.
კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას და როგორც თავად თქვა, ამ გადაწყვეტილებით, შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს.
31 დეკემბერს იურიდიულმა კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. მასვე უნდა შეესრულებინა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაც, თუმცა 3 იანვარს ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია.