ტოჩინოშინმა მარცხით დაიწყო ჰაცუ ბაშო
![ტოჩინოშინმა მარცხით დაიწყო ჰაცუ ბაშო](https://gdb.rferl.org/9C074545-E3B8-4F8D-ABC6-C2EECF9D95CC_w800_h450.jpg)
წაგებით დაიწყო ჰაცუ ბაშო ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელიც ასპარეზობის პირველ დღეს მეორე მაეგაშირა, იაპონელ ჰოკუტოფუჯისთან დამარცხდა.
ოძეკის ტიტულის დასაცავად ლევან გორგაძეს 15 შეხვედრიდან, სულ ცოტა, 8 მოგება სჭირდება.
იანვრის ტურნირში, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს, სამივე დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) ასპარეზობს.
14 იანვარს, ტურნირის მეორე დღეს ლევან გორგაძე მეორე მაეგაშირა ნიშიგიკის შეხვდება.