რუსეთში ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს ნავალნის მხარდამჭერ აქტივისტს
რუსეთის ქალაქ პერმში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქტივისტი, ალექსანდრ შაბარჩინი. ცნობების თანახმად, ის 3 იანვრის დილას დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით.
შაბარჩინი ეჭვმიტანილია პერმის ცენტრში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სურათიანი ფიტულის დაყენებაში.
ადგილობრივი გამოცემა "ზვეზდა" ავცრელებს ცნობას, რომ პერმში ნავალნის შტაბის კოორდინატორ სერგეი უხოვის ინფორმაციით, შაბარჩინს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ადამიანების ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით. ეჭვმიტანილია კიდევ ორი პირი, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.
პუტინის სურათიანი ფიტული ნოემბერში გამოჩნდა პერმის ცენტრში.