რუსეთის თანახმად უკრაინა „პროვოკაციებისთვის“ ემზადება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სავსებით შესაძლებელს“ უწოდებს უკრაინის მიერ“ სრულმასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციის წამოწყებას მომდევნი რამდენიმე დღის განმავლობაში“. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ორშაბათს გააკთა და დაამატა, რომ რუსეთის ხელისუფლება კიევისაგან უახლოეს ხანებში ელოდება სხვადასხვა სახის „პროვოკაციებს“, რათა გაახანგრძლივოს პრეზიდენტ პოროშენკოსაგან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. „ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ქიმიური-მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო გამოყენების თაობაზე უკრაინულ მედიაში გახშირებული საექსპერტოს შეფასებების გამო“, - განაცხადა 24 დეკემბერს მარია ზახაროვამ. რუსეთის ხელისუფლების ამ შეშფოთების ფონია, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა, რაც 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში მომხდარმა კონფლიქტმა გამოიწვია. აშშ-მა და ევროკავშირმა დაგმეს რუსეთის მოქმედება და კრემლს მოუწოდეს სამი უკრაინული ხომალდისა და მეზღვაურების გათავისუფლება.