vali.ge-ს ვიზიტორების რაოდენობა 10 დღეში დაახლოებით 750, 000 იყო
ვალების განულების ინიციატივის ფარგლებში შექმნილ ვებსაიტს, სადაც მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს ჩამოეწერება, თუ არა ვადაგადაცილებული სესხი, არსებობის პირველი 10 დღის განმავლობაში ვებ ანალიტიკური რესურს similarweb-ის მონაცემებით 756,117 ადამიანი ესტუმრა. ეს ციფრი შესაძლოა არ იყოს ზედმიწევნით ზუსტი, მაგრამ მაქსიმალურად ახლოს არის რეალურ მაჩვენებელთან.
ვებ-საიტი პირველადი ინფორმაციით 3 დეკემბერს უნდა ყოფილიყო მომხმარებელებისთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ რამდენიმე დღის დაგვიანებით, 10 დეკემბერს და ხარვეზებით ამოქმედდა. საიტის ანალიტიკური მონაცებით 9 და 10 დეკემბერს საკუთარი თავის ბაზაში გადამოწმებას 100 000-მდე ადამიანი ცდილობდა.
20 დეკემბერის მონაცემებით საიტზე რეგისტრირებულია სესხის მქონე 593,648 ადამიანი, რომელთა ჯამური დავალიანების თანხა 3,887,477,015 ლარს შეადგენს.