გაეროში სერბიის და კოსოვოს ლიდერების პირისპირ შეხვედრა შედგა კოსოვოს არმიის თაობაზე
სერბიის და კოსოვოს ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ გაეროს უშიშროების საბჭოში რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც კოსოვომ კენჭი უყარა თავისი მსუბუქი უშიშროების ძალების გარდაქმნას სრულად აღჭურვილ არმიად. პრიშტინის ნაბიჯმა გააბრაზა კოსოვოს ეთნიკური სერბები და ბელგრადი. სერბიის ყოფილი ოლქის ნაბიჯს მოჰყვა გაფრთხილება ნატოს მხრიდან. კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ გაეროში 17 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს იყო „ბუნებრივი ნაბიჯი“ კოსოვოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, და რომ თუ კოსოვომ შეცდომა დაუშვა, ეს იყო ის, რომ "ხუთი წელიწადი დავიცადეთ და არ შევქმენით დღემდე არმია", თქვა ტაჩიმ. კოსოვოს ერბიის ნაწილი იყო1999 წლამდე, როცა ნატომ საჰაერო იერიში მიტანა სერბიაზე, რათა მისი არმიის მიერ ეთნიკური ალბანელების ხოცვა შეეჩერებინა ოლქში. კოსოვო ცალმხრივად გამოეყო სერბიას 2008 წელს და იმის მიუხედავად, რომ ასზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, სერბია თავის ყოფილ ნაწილს არ მიიჩნევს დამოუკიდებლად. სერბიის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა უარყო, რომ კოსოვოს აქვს „ეგრეთ წოდებული სუვერენული უფლება“, შექმნას თავისი არმია. ვუჩიჩმა თქვა, რომ ერთობ შეშფოთებული, ძალიან აღელვებული, ცოტა შეშინებულიც კი არის კოსოვოს არმიის გავლენის გამო. 14 დეკემბერს უყარა კენჭი პარლამენტმა 2500 კაციანი უშიშროების ძალების ისეთ არმიად გარდაქმნას, რომელსაც 5000-მდე სამხედრო ეყოლება და უფრო არსებითი იარაღით იქნება აღჭურვილი. საკუთრივ სერბიის ყოფილ ოლქში დღემდე ნატოს ჯარია განთავსებული.