სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ხმების 70,42% მიიღო
სომხეთის ცენტრალრუმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიპოვა ხმების 70,42%, განაცხად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ტიგრან მუკუჩიანმა. ახალ 135-ადგილიან პარლამენტში ფაშინიანს 88 მანდატი ექნება.
არჩევნებში მონაწილეობდა ცხრა პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი. ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. ფაშინანის „ჩემი ნაბიჯის“ გარდა პარლამენტში მოხვდნენ „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი უდგას სათავეში (26 მანდატი) და პარტია „ნათელი სომხეთი“, რომლის ლიდერია დეპუტატი ედმონ მარუკიანი (18 მანდატი).
რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელოს, მხოლოდ 4,7% დააგროვა და პარლამენტში ვერ მოხვდა. ნიკოლ ფაშინიანი სათავეში სომხეთის მთავრობას სათავეში ჩაუდგა სწორედ რესპუბლიკური პარტიის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს. მას მერე მან მოასწრო გამოეცვალა ყველა გუბერნატორი, დაიწყო ანტიკორუფციული კამპანია და მოახერხა გადასახადებით მიღებული შემოსავლების გაზრდა. მისი პოლიტიკის მომხრეები მიიჩნევენ, რომ კონტროლირებული პარლამენტის მეშვეობით ის შეძლებს სომხეთში რეფორმების გატარებას.