vali.ge-ს ერთიან ბაზას „ბაზის ბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა
პრობლემური სესხების განულებისთვის მოქმედ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge-ზე მონაცემები განახლდა. 13 დეკემბერს ერთიან ბაზას „ბაზის ბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა.
ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 ათას 223 მსესხებლის და 699 ათას 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ. ჯამური დავალიანების თანხა 3,159,583,175 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:
• სს „საქართველოს ბანკი“
• სს „თიბისი ბანკი“
• სს „ლიბერთი ბანკი“
• სს „სილქ როუდ ბანკი“
• სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
• სს „იშბანკი საქართველო“
• სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“
• სს „ბაზის ბანკი“
• სს „ტერა ბანკი“
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.