პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტმა მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ) პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
დამსწრეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილი და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა მიმართეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიას მიერ სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება:„ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი შეასრულა“-ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ინტეგრაცია დასავლურ სივრცესთან ის კურსია, რომელიც ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით გაიმართა.