ისრაელი ატარებს სამხედრო ოპერაციას ლიბანის საზღვარზე მიწისქვეშა გვირაბების გასანადგურებლად
ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ლიბანის საზღვართან. მიზნად სახელდება, განადგურებულ იქნეს მიწისქვეშა გვირაბები, რომელთაც გასამხედროებული ჯგუფი „ჰიზბოლა“ იყენებს.
ისრაელის სამხედრო პრესმდივნის განცხადებით, ჩრდილოეთის საზღვარზე ჯარები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და არმია მოქმედებს მხოლოდ ისრაელის ტერიტორიაზე, არ გადაჭრის ლიბანის საზღვარს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაციის შესახებ ტვიტერზე გამოცხადებისას, გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც, მათი განმარტებით, აჩვენებს ლიბანის საზღვრის ქვეშ არსებულ გვირაბებს.