მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში დატოვა რუსი ათლეტების დისკვალიფიკაცია
მძლეოსნობის საერთაშორისო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის დოპინგის მასშტაბური პროგრამის გამო 2015 წელს დაწესებული აკრძალვის ძალაში დატოვებას.
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციათა საბჭოში ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა 4 დეკემბერს. მანამდე მოისმინეს ანგარიში და რეკომენდაციები ჯგუფისაგან, რომელიც შეიქმნა, რათა დაადგინოს, ასრულებს თუ არა რუსეთი დისკვალიფიკაციის მოსახსნელად საჭირო მოთხოვნებს.
მძლეოსნობის საერთაშორისო სააგენტომ რუსეთის ფედერაციის დისკვალიფიკაცია მოახდინა 2015 წელს მას შემდეგ, რაც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დავალებით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ათლეტები სისტემურად, სახელმწიფოს მხადრაჭერით იყენებდნენ დოპინგს სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად.