თბილისში დაკავებულ უკრაინელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა 2 დეკემბერს დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, ან გირაოს შეფარდება, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.