დიმიტრი ცქიტიშვილი: ბიუჯეტი სოციალურ ხარჯებზეა ორიენტირებული
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანად არის გაზრდილი სოციალური ხარჯები.
„გათვალისწინებულია პენსიების ზრდა, არასრულწლოვანთა დახმარების პროექტი, შშმ პირთა დახმარების პროგრამა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დახმარების პროგრამაა და ეს ის ტენდენციაა, რომელზეც ლაპარაკი იყო მთავრობის დამტკიცების დროს, რომ მომავალი წლების ბიუჯეტები უფრო სოციალურად ორიენტირებული იქნებოდა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.