აშშ-ის გენერალური პროკურორი კონსულტაციას გაივლის თვითაცილების გარშემო რუსეთის საქმეში
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, მეთიუ უაიტაკერი კონსულტაციას გაივლის ეთიკის სამსახურის ოფიციალურ პირებთან რუსეთის საქმის თაობაზე. უნდა დადგინდეს, ავალდებულებს თუ არა მას 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საგანგებო გამოძიების მიმართ წარსულში მის მიერ გამოთქმული კრიტიკა, მიმართოს თვითაცილებას. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. სამინისტროს წარმომადგენელმა, კერი კუპეცმა განაცხადა 12 ნოემბერს, რომ უაიტაკერი აპირებს ყველა საჭირო პროცედურა გაიაროს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უაიტაკერი გასულ კვირაში დაასახელა თანამდებობაზე მას მერე, რაც თანამდებობას ჩამოშორდა ჯეფ სეშენსი, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა რუსეთის გამოძიებისათვის თავის არიდების გამო. ტრამპი გამოძიებას უწოდებს „კუდიანებზე ნადირობას“. სეშენსის გადადგომის შემდეგ, გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როსენსტეინმა ჩაიბარა რუსეთის და ტრამპის კამპანიის კავშირის გამოძიების ზედამხედველობა. მან დაასახელა რობერტ მიულერი საგანგებო კონსულად 2017 წლის მაისში. გამოძიებამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ათეულობით ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან ტრამპის საარჩევნო კამპანიის შტაბის ყოფილი უფროსი, პოლ მანაფორტი და მისი ყოფილი მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინი.