ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 159 მგზავრს მოემსახურა
2018 წლის ოქტომბრის თვეში ამბროლაურის აეროპორტით 159-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 61 %-ით მეტია (2017 წელი - 99 მგზავრი). ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ.
ნოემბრის თვეში ამბროლაურის მიმართულებით ავიარეისები ნატახტარიდან და პირიქით კვირაში ორჯერ - პარასკევსა და კვირას - სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის ავიაბილეთის ღირებულება 35-დან 50 ლარამდეა.