დავით ბაქრაძე: ხელისუფლება ორი პოლიტიკური პოლუსის წარმოჩენას ცდილობს
„ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს, არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება, შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს.
მანამდე დავით ბაქრაძემ ოპოზიციონერ კანდიდატებს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთზე შეტევა, გადავიდნენ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი მოახმარონ იმას, რომ არ დაუშვან სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.