საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კიდევ ორი პირი დააკავეს
მომხდარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს სააგენტო “ინტერპრესნიუსს“ და განუცხადეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს ყველა მექანიზმს, რათა დაკავებულთა გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდეს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ, 20 ოქტემბერს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - ოკამში მცხოვრები 33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყეში.