პრეზიდენტობის კანდიდატები კახეთში ამომრჩეველს ხვდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატები კახეთში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილია, რომ რეგიონში პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ჩამოიყვანოს და საზოგადოებაში არსებული შეკითხვები დაუსვას, თუმცა ასეთი შეთავაზება ჯერ მხოლოდ 2-მა კანდიდატმა მიიღო.