ათობით ავღანელი პოლიციელი დაიღუპა თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად
ათობით ავღანელი სამართალდაცმველი და ჯარისკაცი დაიღუპა 16 ოქტომბერს თალიბების მიერ მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში. მოკლულთა შორისაა სამანგანის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილე. ოფიციალური წყაროების ცნობით, ჯამში დაიღუპა 20 და დაიჭრა 10 კაცი. ამ თავდასხმების ფონია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომლის ჩაშლაც ექსტრემისტების გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს. ავღანეთის ცენტრალურ დაიკუნდის პროვინციაში თალიბები თავს დაესხნენ არმიის საგუშაგოს, ერთსაათიანი შეტაკების შედეგად დაიღუპა ხუთი ავღანელი ჯარისკაცი და ხუთი პოლიციელი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰმიდმა თქვა, რომ დაიკუნდში 19, ხოლო სამაგანის პროვინციაში დახოცეს 30 პოლიციელი და ჯარისკაცი.