გარდაიცვალა პოლ ალენი, რომელმაც ბილ გეიტსთან ერთად დააარსა „მაიკროსოფტი“
65 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მულტიმილიარდერი პოლ ალენი, რომელმაც ბილ გეიტსთან ერთად დააარსა კორპორაცია „მაიკროსოფტი“. მან დაარწმუნა გეიტსი, რომელთანაც სკოლიდან მეგობრობდა, რომ არ უნდა გაეგძრელებინა სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, რათა ალენთან ერთად შეექმნა სოფტვერის კომპანია. 1975 წელს დაარსებული „მაიკროსოფტი“ ალენმა დატოვა გეიტსთან უთანხმოების შემდეგ 1983 წელს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ კომპანია გიგანტურ კორპორაციად იქცეოდა. მაგრამ ის წილებს ფლობდა და ფუფუნებაში ცხოვრობდა, მილიარდობით დოლარს ხარჯავდა იახტებსა და უძრავ ქონებაში, აფინანსებდა სამეცნიერო კვლევასა და სპორტულ კლუბებს. ალენი კიბოთი იყო დაავადებული.