მირზა სუბელიანთან ციხეში სახალხო დამცველი მივიდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანის მოსანახულებლად მივიდა. ომბუდსმენმა სუბელიანის ნახვა მას შემდეგ გადაწყვიტა,რაც პროკურატურამ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერი. 16 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრობაში მყოფმა მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრომაც დაადასტურა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში კი, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და მესტიის მაჟორიტარი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. პროკურატურის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი 6 ივლისს არის ჩაწერილი და მასში სუბელიანი ამბობს, რომ მას ხელისუფლების წინააღმდეგ ნამდვილი მტკიცებულებები არ გააჩნია.