რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ურთიერთობას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ევქარისტიულ კავშირს კონსტრანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ეს ნაბიჯი მოჰყვა კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. წმინდა სინოდად წოდებულმა საბჭომ ეკლესიის წიაღში დაბრუნდებულად ცნო უკრაინის ეკლესიის მეთაურები, აღადგინა კიევში საკუთარი მმართველობა და კანონგარეშედ გამოაცხადა მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ტერიტორიაზე.