უკრაინა რუსეთთან საზღვაო საზღვრის დაკანონებაზე მუშაობს
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ილაპარაკა რუსეთისთვის სანქციების გაძლიერებაზე, აზოვის ზღვაში შექმნილი სიტუაციის გამო. მისი თქმით, ქერჩის სრუტეზე ხიდის აშენების შემდეგ, რუსეთი ხელს უშლის უკრაინისა და საერთაშორისო ხომალდების მოძრაობას.
„ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მიმდინარეობს აზოვის ზღვის ოკუპაცია. უნდა აღიკვეთოს უხეში ქმედებები, რომლებიც უკანონოა საზღვაო სამართალთან დაკავშირებული გაეროს კონვენციის მიხედვით. მათ უნდა გავცეთ მკაცრი პასუხი, მათ შორის - პოლიტიკური სანქციებისა და სხვა ზომების სახით“ , - განაცხადა პოროშენკომ.