კახეთში სახლების გაქურდვის ექვსი ფაქტის გამო ერთი პირია დაკავებული
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი ნივთების ნაწილი და მათ შორის - ორი სანადირო თოფი. გამოძიება მიმდინარეობს ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.