რა გზავნილები აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს აჭარიდან
2018 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს, რადგან მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და მცირდება მისი უფლებამოსილება.