ინდონეზიაში 832-ს მიაღწია მსხვერპლთა რაოდენობამ
ინდონეზიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომლის თანახმად 832 კაცი დაიღუპა კუნძულ სულავესის სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის შედეგად. ეს ორჯერ აღემატება, დაღუპულთ შესახებ ადრე გამოცხადებულ რიცხვს. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემები სტიქიით დაზარალებული უფრო შორეული რეგიონებიდან. სამაშველო სამუშოებში მონაწილეობას ღებულობენ, როგორც მაშველები და მოხალისეები, ასევე ინდონეზიიის არმიაც. თუმცა მათ საქმიანობას აფერხებს განმეორებით ბიძგები.