ვაჟა მარგველაშვილი მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონატს
მარგველაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, ბენინელ აუგუსტ დაგასთან 24 წამში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით. მეთექვსმეტედფინალში კი იპონით დამარცხდა გერმანელ სებასტიან სეიდლთან.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის შეჯიბრება ხვალ გაგრძელდება - 73 კილოგრამში იჭიდავებს ლაშა შავდათუაშვილი