მთავრობაში აბსურდს უწოდებენ "ომეგას" დამფუძნებლის ბრალდებას კორუფციის შესახებ
"ზოგიერთი ბიზნესმენის თუ ვითომ ბიზნესმენის აბსურდულ განცხადებებსა და ბრალდებებზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან როგორ უნდა წარმართონ სამართალწარმოების პროცესი, მე ამის სპეციალისტი არ ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავს გაართმევენ", - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობაში არ არსებობს არანაირი ელიტური კორუფცია და არანაირი ლიმიტები. ცქიტიშვილის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებს პასუხს გასცემს პროკურატურაში დაწყებული გამოძიება.