ამერიკული კომპანია „უოლმარტი“ გაყიდვიდან ამოიღებს საბჭოთა სიმბოლოებიან ტანსაცმელს
![ამერიკული კომპანია „უოლმარტი“ გაყიდვიდან ამოიღებს საბჭოთა სიმბოლოებიან ტანსაცმელს](https://gdb.rferl.org/8582BEF3-2750-490B-BE1A-E092AC7E7856_cx0_cy14_cw0_w800_h450.jpg)
ამერიკული სავაჭრო ქსელი „უოლმარტი“ (Walmart) გაყიდვიდან ამოიღებს საბჭოთა სიმბოლოებიან მაისურებს ბალტიის ქვეყნების მხრიდან პროტესტის გამოთქმის შემდეგ. ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა ევროპარლამენტის წევრმა ლატვიიდან, ინესა ვაიდერემ, რომელსაც „უოლმარტმა“ წერილობით უპასუხა. წერილში აღნიშნულია, რომ „უოლმარტის“ ვებსაიტზე გასაყიდად შეთავაზებული პროდუქციიდან ამოიღებენ საბჭოთა სიმბოლოებიან ტანსაცმელს, ხოლო ჩვეულებრივ მაღაზიებში ის არც აქამდე გაუყიდიათ. სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა „უოლმარტს“ მოუწოდეს, უარი თქვას საბჭოთა კავშირის სიმბოლოებიანი მაისურებისა და სხვა ტანისამოსის გაყიდვაზე. მანამდე, მაისში კომპანია „ადიდასი“ დათანხმდა საბჭოთა სიმბოლოებიანი წითელი მაისურების გაყიდვაზე უარის თქმას. მაისურების გაყიდვა დაწყებული იყო რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მოახლოებასთან დაკვშირებით.