აშშ მკვეთრად შეზღუდავს ლტოლვილების მიღებას
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოდის წინადადებით, რომ წელიწადში 30 ათასამდე შემცირდეს აშშ-ში თავშესაფრის მიმღები ლტოლვილების რიცხვი. ასეთი განცხადებით 17 მაისს გამოვიდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიუხედავად ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეფასებისა, რომ 2018 წლისთვის განსაზღვრული კვოტაც კი - 45 ათასი - მეტისმეტად დაბალია. ტრამპის ადმინისტრაციას უკვე ბევრჯერ აქვს გამოთქმული უარყოფითი დამოკიდებულება ლტოლვილებისა და სხვა მიგრანტების მიღების მიმართ, რის გამოც მათი მიღების კვოტა ბოლო ათწლეულის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. ახალი კვოტა 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში. ტრამპის წინამორბედის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის ბოლო წელს აშშ-ში მიიღეს 85 ათასი ლტოლვილი.