ლავროვი დასავლეთს მოუწოდებს, არ ჩაერიოს "ტერორისტების" წინააღმდეგ ოპერაციაში იდლიბში
იტყობინებიან, რომ სირიის სამთავრობო ჯარები იერიშს ამზადებენ იდლიბის წინააღმდეგ, რომელიც მეამბოხეთა უკანასკნელი დასაყრდენია.
მოსკოვმა მეტი სამხედრო გემი განალაგა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. რუსეთის მედიის თანახმად, ეს რუსეთის სამხედრო ფლოტის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მას შემდეგ, რაც რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო 2015 წელს.