გერმანიის ხელისუფლებამ ვისბადენის ცენტრიდან აიღო რეჟეპ ტაიპ ერდოანის ოქროს ქანდაკება
ფესტივალზე სახელწოდებით „ცუდი ამბები“ ორგანიზატორებმა 27 აგვისტოს აღმართეს ერდოანის ოთხმეტრიანი ქანდაკება წინ გაშვერილი ხელით. ხელისუფლების თქმით, მას შემდეგ ქანდაკება ერდოანის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა გამოსვლების ადგილად იქცა.
ქანდაკება 29 აგვისტოს გამთენიისას მოხსნეს სამშენებლო ამწით.