ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ არჩევნებს ოპოზიცია ვერ მოიგებს
„ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50%. ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. ასევე, არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს. ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად პრეზიდენტობის მსურველმა 30 სუბიექტმა მიმართა.