გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ბაღდადის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოჭრილი ხის უკანონო ტრანსპორტირების აღმოჩენისას კანონდამრღვევებსა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც დაშავდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.
გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა კანონდამრღვევ მოქალაქეებს ავტომანქანის გაჩერება მოთხოვეს, რასაც მოქალაქეები არ დაემორჩილნენ. დევნისა და უკანონოდ მოჭრილი ხით დატვირთული ავტომობილის იძულებით გაჩერებისას ერთ-ერთი მოქალაქე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მათ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს ეკიპაჟის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მოქალაქე დაკავებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს განესაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით.