ესპანეთში პოლიციის შენობაში შეჭრილი პირი მოკლეს
პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც დანით შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში. შემთხვევა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კატალონიის ქალაქ კონრენ-დე-ლობრეგატში მოხდა. ოფიციალური ცნობების თანახმად, 20 აგვისტოს ღამით, მამაკაცი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც მის წინააღმდეგ საპასუხო ზომები იქნა მიღებული. პოლიციის ინფორმაციით, ალჟირული წარმოშობის თავდამსხმელი რადიკალურ ისლამისტურ ლოზუნგებს ყვიროდა.