წერილი სტალინს, უსამართლო რეპრესიები და მსხვერპლთა რეაბილიტაცია
საბჭოთა რეჟიმისას დაზარალებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პერიოდი დღემდე გრძელდება. გასული საუკუნის 50-იან წლებში შუა აზიაში გადასახლებულნი და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება ამ დრომდე არ მომხდარა.